ახალი ამბები მთავარი

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ა.წ. 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, შემობრძანდება აწყურის ღვთისმშობლის ხატი.
უკვე მეორე წელია, რაც ამ ხატით 7-დღიანი მსვლელობა ხორციელდება ხოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.

თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და ერს დალოცავს.

ეს მსვლელობა არის საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის
„დავითიანის“ მიერ ორგანიზებული და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა.

სასურველია, რომ მრევლმა თან იქონიოს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული, იესო ქრისტეს კურთხევით, გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანას.
იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში“, – ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ამბები

ვითიბი ბანკისა და ტოიოტა ცენტრს თბილისის ერთობლივი შეთავაზება

newsadmin

“მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს” – მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

newsadmin

“თუ დაკრედიტების სისტემას კორექტირება დასჭირდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ” – ბახტაძე

newsadmin

კიბერშეტევა თიბისი ბანკზე – რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერებია ამოღებული

newsadmin

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები იფიცებიან

newsadmin

“არანაირი საქმე თიბისის გარშემო არ არსებობს” – ბახტაძე

newsadmin
იტვირთბა....