aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილთან გასაუბრების შემდეგ მეჭიაური “ქართული ოცნების” დატოვებას აპირებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური “ქართულ ოცნებას” ტოვებს, თუმცა, პოლიტიკიდან არ მიდის. ამის შესახებ დეპუტატი სააგენტო “პირველს” ესაუბრა.

მეჭიაურის თქმით, კონსულტაციებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართავს და სწორედ ამის შემდეგ განაცხადებს პარტიიდან წასვლის შესახებ. დეპუტატის თქმით, პარტიის დატოვების მთავარი მოტივი “ქართული ოცნების” საგარეო კურსია.

“მიმაჩნია, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არასწორია. ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია, მოკლებულია ყველანაირ საფუძველს. ერთის მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, პარალელურად კი, დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, ვეცადოთ მივაღწიოთ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებას.

რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, მიუხედავად ასაკის სოლიდურობისა”. – განაცხადა მეჭიაურმა.

იტვირთბა....