aviabiletebi
კულინარია

ნამდვილი მეგრული გებჟალიას რეცეპტი: მოამზადეთ თქვენს სამზარეულოში

aviabiletebi
ავიაბილეთები

მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი საუკეთესო კერძი, გებჟალია, ალბათ ყველასთვის საყვარელი საკვებია. სახლში მოსამზადების რეცეპტი 

 

შემადგენლობა:

ჭყინტი სულგუნი 500 გრ.

პიტნა 50 გრ.

არაჟანი 50 გრ.

რზე 1 ლ.

ნადუღი 100 გრ.

მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

 

რძე დადგით დაბალ ცეცხლზე. თბილ რძეში ჩაყარეთ სულგუნის წვრილად დაჭრილი ნაჭრები და მუდმივად ურიეთ ხის კოვზით.

როგორც კი ყველი გახდება წელვადი, მაშინვე ამოიღეთ, გააბრტყელეთ ხელით და ეცადეთ მისცეთ ოთხკუთხედი ფორმა.

გაბრტყელებული ყველის ფირფიტის მთელ ზედაპირს გადაუსვით წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნის, წიწაკის და მარილის ნაზავი. გადაახვიეთ რულეტად. შეამზადეთ და მოათავსეთ მარილიან წყალში (0.5 ლ წყალზე 3 ს.კ მარილი).

ცალკე მოამზადეთ გებჟალიის სოუსი. ამისათვის აიღეთ 100 გრ. რძე, რომელშიც მომზადდა ყველი, დაუმატეთ არაჟანი და ნადუღი, ყველაფერი ეს დააბლენდერეთ. სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნა, წიწაკა და მარილი.

გებჟალიის რულეტი დაჭერით ნაჭრებად და მოათავსეთ მომზადებულ სოუსში.

იტვირთბა....