aviabiletebi
კულინარია

მეგრული ხარჩოს რეცეპტი: ბებიის რეკომენდაციით

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაგვჭირდება: საშუალო ზომის ქათამი

1,5ჭიქა ნიგოზი

2თავი მოზრდილი ხახვი

3-4კბილი ნიორი

4 საშუალო ზომის პომიდორი

1 ს.კ.ყვითელი ყვავილი

1,5 ს.კ.უცხო სუნელი

1,5 ს.კ.ქინძი(ხმელი)

1/2ჭიქა ზეთი (ასევე დაგვჭირდება შესაწვავად)

1ჩ.კ.კვაწარახი

2 ს.კ. სიმინდის ფქვილი(ჭადის)

მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება: მოსახარშად დავადგათ ქვაბით გასუფთავებული და გარეცხილი ქათამი. დუღილიდან 15 წუთის შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და შევბრაწოთ კარგად. წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ხახვი მოვდაღოთ ზეთში. როცა შეოქროსფერდება დავამატოთ გახეხილი პომიდორი და ვშუშოთ, სანამ წვენს არ შეიშრობს. შემდეგ ნიორიც და საწურში გატარებული ქათმის ნახარში. ცალკე, პატარა ჯამში გავხსნათ 1 ჭიქა წყალში გატარებული ნიგოზი, სუნელები, მარილი,წიწაკა და სიმინდის ფქვილი. მიღებული მასა შევურიოთ უკვე ადუღებულ ქათმის ბულიონს. ამავე დროს კვაწარახიც (თავისით გაიხსნება). ჩავამატოთ დაჭრილი ქათმის ნაჭრები. ვადუღოთ 5-7 წუთი და მზად არის. სურასთან მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი(მწვანე).

მეგრული ხარჩოს რეცეპტი

იტვირთბა....