aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სპორტი

საქართველომ კოსოვოს უეფა-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„მეტრონომთან“ საუბარში ფეხბურთის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ოთო გიორგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია და სწორედ ეს იყო მიზეზი, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ქართულმა დელეგაციამ კოსოვოს უეფა-ში გაწევრიანებას.

გიორგაძის თქმით, კოსოვოს უეფა-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა 24-მა ქვეყანამ, მათ შორის იყო საქართველოც.

შეგახსენებთ, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 55-ე წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუდაპეშტში, უეფა-ს კონგრესზე გამართული კენჭისყრის შედეგად მიიღეს.

კოსოვოს წევრობას 28 ქვეყნის ფედერაციამ მისცა ხმა.

იტვირთბა....