შავი ზღვის რიგით მეათე ჯაზ-ფესტივალზე ბათუმში მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავები წარსდგებიან – ქუინსი ჯონსი, ფროდიჯი, ლორენ ჰილი, მეისი გრეი, კრის ბრაუნი, მაილს ელექტრიკ ბენდი, ჯეიმი ქალამი და ნიკ ვესტი.
„თიბისი გალერეაში“ ამ წუთებში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და „ისთერნ ფრომოუშენის” დირექტორი გიორგი კერესელიძე პრესკონფერენციას მართავენ.
წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ტარდება.
ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ის მეშვეობით 11 მაისიდან დაიწყება.
ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება.
ბილეთების მაქსიმალური ფასი 50 ლარი იქნება.