aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაცია გურიაში ფსიქიატრიულიდან გაქცეულ მამაკაცზე, “მეტრონომს” შსს-ში არ დაუდასტურეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული პაციენტი, თავს ოზურგეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს აფარებს, სადაც პოლიციაა მობილიზებული, თუმცა სახლში ვერ შედიან, რადგან მამაკაცი აგრესიულად იქცევა, შსს არ ადასტურებს.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი ფსიქიატრიულიდან არ გამოქცეულა. ის ნაცნობის სახლში მივიდა, რომელიც მოინახულა, შემდეგ კი ცუდად გახდა. არათუ აგრესიული არ იყო, არამედ უკონტაქტო იყო. პოლიცია გამოიძახეს ადგილზე, რადგან არ რეაგირებდა, ოჯახის დიასახლის კი სურდა სახლიდან წასულიყო. მამაკაცი ბათუმში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოქცეული პაციენტი, თავს ოზურგეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს აფარებს.

ადგილზე  მობილიზებული პოლიცია სახლში ვერ შედის, რადგან მამაკაცი აგრესიულად იქცევა.

სახლის მეპატრონის განცხადებით, მამაკაცი მათ სახლში გუშინ ღამით შეიჭრა და ამ დრომდე მისი იქედან გამოყვანა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....