aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კომპიუტერი და ხმალი მოიპარეს: მურმან დუმბაძის ძმა და მეზობლები გაქურდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში დეპუტატ მურმან დუმბაძის ძმის და მისი 10-მდე მეზობლის ოჯახი გაქურდეს, ამის შესახებ interpressnews-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულია ტექნიკა და გატაცებულია ერთი ავტომობილი.

როგორც მურმან დუმბაძის ძმამ, გურამ დუმბაძემ განაცხადა, ქურდმა უშუალოდ მისი სახლიდან კომპიუტერი და ხმალი მოიპარა. მისივე თქმით, ქურდის სახლში შესვლა მისმა შვილმა გაიგო და პოლიცია გამოიძახა.

„გაშიშვლებული ხმლით დარბოდა ეს კაცი ოჯახებში. ლეპტოპი და ჩვენი ოჯახის საინტერესო მომენტების ამსახველი ვიდეოთეკა წაიღო. საფულეც გაეჩხრიკა, მაგრამ საბედნიეროდ შიგნით არაფერი აღმოჩნდა. ჩემმა ფეხმძიმე შვილმა შენიშნა ქურდის შემოსვლა და იმ წუთშივე დავრეკეთ პოლიციაში. ჩვენს ოჯახში “სეირნობის” დროს ნიღაბი ეკეთა. მეზობლები ამბობენ, რომ მათთან შესულს აღარ ჰქონდა ნიღაბი. პოლიციამ იმუშავა ძალიან კარგად, დავრეკე 03:00 საათზე და 10 წუთში აქ იყო მთელი განყოფილება, მათ შორის პოლიციის უფროსები”, – აღნიშნა გურამ დუმბაძემ.

ავტომობილის მოპარვის შესახებ საუბრობს ქვედა სამებაში მცხოვრები ჯემალ დუმბაძე. მისი თქმით, წითელი ფერის მანქანა საღამოს ეზოში იყო, დილით კი აღარ დახვდა.

“ოპელ კორსა” მოიპარეს ჩემი ეზოდან. 02:00 საათზე მანქანა იდგა ეზოში, დილით უკვე აღარ იყო. ზოგან მანქანები გატეხეს, ზოგან ოჯახებში შევიდნენ და ტექნიკა მოიპარეს. ყველა ვცხოვრობთ მურმან დუმბაძის სამეზობლოში. პოლიცია და კრიმინალისტები იყვნენ მოსული და დაიწყეს გამოძიება”, – განაცხადა ჯემალ დუმბაძემ.

ასევე, ქვედა სამებაში, ზაქარაძეების ოჯახის მანქანა გატეხეს, საიდანაც საფულე მოიპარეს. ოჯახის ინფორმაციით, საფულეში 140 ლარი იდო.

იტვირთბა....