aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მეტრონომის“ ექსკლუზივი ციხიდან: რატომ არ სვამს მაგდა პაპიძე ფსიქოტროპულ წამლებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსკლუზიური ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატ მარიკა ფხალაძესთან

მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან მას ფსიქოტროპული წამლები სჭირდება, მაგრამ არ იღებს, – ეს განცხადება „მეტრონომთან“ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, მარიკა ფხალაძემ გააკეთა.

ადვოკატის განცხადებით, მაგდა პაპიძეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ თუ არა.

 „მეტრონომი“: სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

მარიკა ფხალაძე (ადვოკატი): მის პირობებში როგორც შეიძლება იყოს, არაუშავს. არ სვამს ფსიქოტროპულებს, რომელიც ესაჭიროება. მისი პოზიცია არის, რომ საღ გონებაზე იყოს პროცესისთვის. დიაბეტი აქვს და მძიმეა ნერვიულობის ფონზე. უჭირთ შაქრის დონის რეგულირება და სისტემატიურად არის ექიმების კონტროლის ქვეშ.

– მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებებით წარსდგებით სასამართლო პროცესზე?

– სასამართლო პროცესზე მოხდება ყველა იმ მტკიცებულების ჩამონათვალის დაფიქსირება, რასაც ბრალდების და დაცვის მხარე წარმოადგენს. ამის შედეგად მოხდება სასამართლო პროცესის მსვლელობა.

– კონკრეტულად რას შეეხება 31 მარტის სასამართლო პროცესი?

– 31 მარტს სასამართლო განხილვის დაწყების  სხდომაა. ამ სხდომაზე მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა დაუშვას მტკიცებულებებად ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მასალებიდან. 31-ში მხოლოდ ეს გადაწყვეტილებ იქნება მიღებული.

– ნაფიცი მსაჯულების შესახებ რა პოზიცია აქვს მაგდა პაპიძეს?

– ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. 31 მარტამდე ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 31 მარტს უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, სურს თუ არა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ მისი საქმე.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძის ინტერესებს სასამართლოს წინაშე ორი ადვოკატი, ირმა ბრელიძე და მარიკა ფხალაძე დაიცავენ. მაგდა პაპიძეს ბრალად მეუღლისა და შვილის მკვლელობა ედება. პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს.

იტვირთბა....