aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ “მეტრონომს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

“მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა სუხიაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც თითქოსდა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის პირად ცხოვრებას ასახავს.

იტვირთბა....