aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო” – უკრაინის გენპროკურატურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან დაახლოებით 40 ათასი ადამიანის ევაკუაციაა საჭირო” – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა.

“უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 ათასზე მეტი ადამიანი ექვემდებარება ევაკუაციას, უკრაინის მთავრობამ უკვე დაიწყო ევაკუაცია. გარდა ამისა, უკრაინის მიერ უკონტროლო ტერიტორიაზე უნდა მოხდეს 25 ათასამდე ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, რომლებზეც საოკუპაციო „ხელისუფლება“ საერთოდ არ ფიქრობს“, – თქვა ლიტვინოვამ.

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მოახდინა 1300-მდე ადამიანის ევაკუაცია.

“წინასწარი ინფორმაციით, დატბორილია დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე 13 დასახლებული პუნქტი და 260-ზე მეტი სახლი. მოსახლეობის დახმარების პუნქტებში სამაშველო სამსახურის ფსიქოლოგები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო ძალების რეზერვისტები მუშაობენ. შექმნილია სამსახური საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოსაფხვრელად“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში.

იტვირთბა....