aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინაში ზოოპარკის დატბორვას 300 ცხოველი ემსხვერპლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ნაწილობრივ განადგურების გამო გამოწვეულ დატბორვას მისი 300 ბინადარი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას მდინარე დნეპრის ნაპირზე მდებარე ზოოპარკი ავრცელებს.

ზოოპარკის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდებარე ტერიტორია დანაღმული იყო, რის გამოც ცხოველების ევაკუაცია შეუძლებელი გახდა.

“ჩვენ ვცდილობდით მათ გადარჩენას. ყოველ დღე ცეცხლის ქვეშ ზოოპარკის ორი თანამშრომელი სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ იგდებდა და ცხოველების გამოსაკვებად მიდიოდა”, – აცხადებენ ზოოპარკის წარმომადგენლები.

ცნობისთვის, დატბორილი ტერიტორიებიდან 17 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....