aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ ვყოფილიყავით თავისუფლები, ევროპული ოჯახის თანასწორი და ღირსეული წევრები” – ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ, საკუთარ Facebook ანგარიშზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა.

“1918 წელს გამოქვეყნებულ დამოუკიდებლობს აქტში წერია:”საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის”.

ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი ტრადიცია, მისი ისტორია და მისი მომავალი, ესაა ჩვენი ღირებულება, ჩვენი ევროპული იდენტობა. მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ ვყოფილიყავით თავისუფლები, ევროპული ოჯახის თანასწორი და ღირსეული წევრები. დღეს დამოუკიდებლობის, ჩვენი ღირსეული წარსულისა და ღირსეული ევროპული მომავლის დღეა, ისტორია ჩვენი გასაგრძელებელია, ისტორიული არჩევანი ჩვენი განსახორციელებელია!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....