aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„გადაგვაგდეს“: „ვიძლევი პირობას, ძალიან მალე საქართველოში იქნება 7 ნოემბერი“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს ბუტა რობაქიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სასამართლო პროცესის გაჭიანურება გააპროტესტეს და დამნაშავეების დროულად დასჯა მოითხოვეს.

ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, სასამართლო პროცესი ირაკლი ფირცხალავას და მისი მეგობრების მხრიდან ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან მათ აქვთ მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება.

ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ის და მისნაირი ტრაგედიის მსხვერპლი ოჯახები „გადააგდო“

„მე ასე ვთვლი, რომ ამ ხალხმა „გადაგვაგდო“. მე გაძლევთ პირობას, 2016 წლის არჩევნები როცა დაიწყება, სადაც იქნებიან ის ხალხი და მაჟორიტარები იქნებიან, პირადად ჩავალ ყველა რაიონში, ყველა სოფელში და პირადად ვეტყვი ყველას, რომ აი ამ ხალხს ხმა არ მისცენ და ვის დაუჯერებენ ნახავენ.

ამბობენ, რომ მურუსიძე ყოფილა თურმე რეჟიმის მსხვერპლი, ბუტა არ ყოფილა, სანდრო არ ყოფილა, ირინა არ ყოფილა, ზურა არ ყოფილა, ჩვენ ვართ მსხვერპლი. ესენი იყვნენ ლაქიები და დღესაც ლაქიები არიან“ – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

მას ეჭვი აქვს, რომ კარუსელი დატრიალდება და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს რაც ხდებოდა, დღესაც იგივე სიტუაცია იქნება. როგორც რობაქიძე ამბობს, მურუსიძის დანიშვნა მათთვის სულში ჩაფურთხებაა.

„მე ისეთი ეჭვი მაქვს, რომ უკვე იწყება „სააკაშვილი ნომერი მეორე“ – ასეთი სიტუაცია.  მე ვაძლევ პირობას, რომ ის კარუსელი თავიდან დატრიალდება. „ნაციონალებისგან“ ველოდებოდით რასაც გააკეთებდნენ და აი ამ ხალხს, გირგვლიანებს, რობაქიძეებს, ვაზაგაშვილებს ა.შ ვინც სუფთა ხელებით მოიტანა აქამდე ყველაფერი და კარგად იცით რა უქნეს მათ, რას უზამენ, ალბათ აღარ უნდათ სამართლიანობაზე მოლაპარაკე ადამიანი რომ დარჩეს. შეიძლება ერთი მებრძოლი მე დავრჩე, მაგრამ ყველამ კარგად იცოდეს, რომ საქართველოში კარუსელი დატრიალდა თავიდან. ჩვენ ამდენ ხანს გვქონდა ვიღაცების იმედი და მათ წითელ კვერცხს ვუგორებდით, ვიძლევი პირობას, ძალიან მალე საქართველოში იქნება 7 ნოემბერი, ის რაც ხდებოდა მიშას დროს. მურუსიძეების დანიშვნა ჩვენი სულში ჩაფურთხებაა“- განაცხადა სოსო რობაქიძემ.

იტვირთბა....