aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ნაციონალური მოძრაობა” იუსტიციის მინისტრის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გამოძიება უნდა დაიწყოს იუსტიციის მინისტრის მიმართ, მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის გამო, როცა მან შესთავაზა თავმჯდომარეს ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება პოლიტიკური თანამშრომლობის სანაცვლოდ”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

“ადგილი აქვს უმაღლესი თანამდებობის პირის, ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტის თავმჯდომარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დანაშაულს, ასევე გამოძიება უნდა დაიწყოს იუსტიციის მინისტრის მიმართ, მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის გამო, როცა მან შესთავაზა თავმჯდომარეს ვენეციის კომისიის წევრობის გაგრძელება პოლიტიკური თანამშრომლობის სანაცვლოდ. საკონსტიტუციო სასამართლოზე წამოწყებული ივანიშვილის ეს შეტევაც არის საქართველოს სახელმწიფოზე წამოწყებული შეტევა“ – განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავენ და ამის ინიციატორად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაასახელა.

იტვირთბა....