კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.
„ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მას სახელმწიფო ბრალდება, ორჯერ, სხვადასხვა დროს განხორციელებულ სქესობრივი კავშირის ეპიზოდს ედავება. სამართალდამცველებმა ის მაშინ დააკავეს, რაც ოჯახმა იჩივლა და განაცხადა, რომ არასრულწლოვანი მამაკაცმა სხვა მუნიციპალიტეტში წაიყვანა”- განაცხადა გუგუტიშვილმა.