ახალი ამბები მთავარი სამართალი

25 წლის ნათესავი 13 წლის გოგოზე სექსუალურად სისტემატიურად ძალადობდა – შემზარავი ამბავი კახეთიდან

კახეთში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს.

ირკვევა, რომ მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, იმავე სახლში კი ქირით იყო ოჯახის 25 წლის ნათესავი კაცი, რომელიც არასრულწლოვანზე სისტემატიურად ძალადობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

წყარო: „მთავარი არხი“

იტვირთბა....