სასტუმრო ამბასადროს კაზინოს განცხადებით, სიცრუეა, რომ ხანძრის გაჩენის გამო დაკავებული პირი სამორინეს სტუმრობდა.
“გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაკავებული პირი არ სტუმრობდა სამორინე ამბასადორს და არ იყო ვერიფიცირებული ჩვენი თანამშრომლების მიერ. მას არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია სამორინეს საქმიანობასთან. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, 31 მარტს სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენისთვის1995 წელს დაბადებული ა.ლ დააკავა.