“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი ჩიქოვანმა და მისი ადვოკატი ბექა ბასილაია ცრუ დასმენასთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ.
„ჩემს სახლში 24 მარტს მომხდარ პროვოკაციულ ინციდენტთან დაკავშირებით აუცილებლად მექნებოდა სამართლებრივი რეაგირება. მე გავიარე კონსულტაციები ჩემს ადვოკატებთან და შევიტანთ სარჩელს გენერალურ პროკურატურაში და შსს-ში “პოსტ ტვ”-ის წინააღმდეგ“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.
კომენტარი ჩიქოვანის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამაც გააკეთა.
„ვითხოვთ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით ვითხოვთ პოლიციის, შსს მხრიდან რეაგირებას, ვითხოვთ პროკურატურის რეაგირებას, რომ შესაბამისის სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტებს. ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასტან დაკავშირებით. ამთავითვე ვაცხადებთ, მე როგორც დიმიტრი ჩიქოვანის ადვოკატი და დიმიტრი ჩიქოვანი, რომ ვემიჯნებით და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას, ვემიჯნებით და ვგმობთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნებისმიერ ფაქტს და ძაილან კარგად გვესმის, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის სერიოზული გამოწვევაა. თუცა, ფაქტები, როს იგრვლივაც გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ნამდვილად არ შეიცავს რაიმე მსგავის დანაშაულის ნიშნებს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მივცეთ ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო არა ჟურნალისტზე ძალადობა, ეს იყო არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, არამედ ეს იყო ბინაში უკანონოდ შეჭრის მცდელობის აღკვეთა“ , – აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 112-ში “პოს TV”-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო გუშინ, გვიან ღამით “ფორმულას” დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, “ნაციონლაური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. “ფორმულას” ინფორმაციით, უწყებაში ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა.