ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” ვფიქრობ, რომ მამაჩემი ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა” – ედუარდ სააკაშვილი

” ვფიქრობ, რომ მამაჩემი ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა” – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა.

“მართლა ცუდად არის და მართლა შეიძლება მოკვდეს. ის მიზეზები თუ რატომ შეიძლება ჰქონდეთ ოდნავ ნაკლები ემპათია ან თანაგრძნობა – მესმის რატომ. მაგრამ ვერ შევალ მდგომარეობაში, რომ მამაჩემის სიკვდილი მისაღებია. მართლა ვფიქრობ – ეს არ არის რაღაც ნარატივის ნაწილი, ეს არ არის PR-ის ნაწილი, მართლა ვფიქრობ, რომ ის ცოცხალი ვერ გამოვა ციხიდან, თუ რამე არ მოხდა. ესაა ჩემთვის მთავარი საკითხი. მამაჩემს აშკარად აქვს სურვილი იცოცხლოს. ახლა არის უკვე სისტემის, ხელისუფლების ჯერი, თუ მართლა არ უნდათ მისი სიკვდილი. ბოლო დროს, როცა ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ “კი სუსტადაა, მაგრამ ეს მისი ბრალია, ის თავს იზიანებს”, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ ხდება საზოგადოების შემზადება მისი შესაძლო სიკვდილისთვის. მგონი მზად იყო პატიმრობისთვის, მაგრამ არა ამ ტიპის – ფიზიკური სიცოცხლის განადგურებისთვის, რაც მას მოუვიდა”- აღნიშნა მან.

ავიაბილეთები
იტვირთბა....