aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში მომხდარი ხმაურიანი მკვლელობის მიზეზი: „ბიძაშვილები არიან და მისი ცოლი მოსწონდაო“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თელავში 48 წლამდე მამაკაცის მკვლელობის მიზეზად გარდაცვლილის ოჯახის წევრები პირად უთანხმოებას ასახელებენ და ამბობენ, რომ დაღუპული მუქარის წერილებს ნათესავისგან ხშირად იღებდა.

მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მამაკაცი ალალი ბიძაშვილები არიან.

როგორც ოჯახის ახლობელმა განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებულს, მოკლულის მეუღლე მოსწონდა და კამათი სწორედ ამის გამო მოუხდათ.

„ცოლი მოსწონს ვითომ. რა ვიცი, არ ვიცი. ალალი ბიძაშვილები არიან. როგორ შეიძლება, რასაც ეგ აკეთებს. მე ხელშეუხებელი ვარ, არაფერს არ გეტყვითო“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, რომ თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში 48 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცს ჭრილობები ე.წ. სპიცით ჰქონდა მიყენებული. ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაჭრილი მამაკაცი შენიშნა და საკუთარი მანქანით საავადმყოფოში მიჰყავდა, თუმცა იგი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც შსს-ში განაცხადეს, დანაშაული გახსნილია.

 

gemigrations.com

იტვირთბა....