aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოღალატეები არიან, მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის – რას ამბობს ლიზა იასკო

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის რადას წევრი, ლიზა იასკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი შესაძლო მოღალატეების შესახებ საუბრობს.

იასკოს თქმით, ის ვინმეს დასახელებას არ აპირებს, თუმცა სააკაშვილმა ყველაფერი კარგად იცის.

„არ მინდა, სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა. უბრალოდ, მე კარგად ვიცოდი, ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ, ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის კორექტული. ახლა არ ვიტყვი, ვინ იყო მოღალატე და სახელებს არ დავასახელებ. თანაც არა მგონია, რომ ეს სააკაშვილს რამენაირად დაეხმარება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ხალხი არის. მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის და კარგად იცის, ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა, მაგრამ ამას არ ამბობდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიკეთა პიარი და კარიერა მიხეილ სააკაშვილის სახელზე და აგრძელებენ ამის კეთებას. ბევრი ადამიანი სპეკულირებს მისი სახელით. დღევანდელი შავი პიარის კამპანია არჩევნების წინ, იყო ამის ნაწილი. მინდა, რომ ყველა კონცენტრირდეს მთავარ ამბებზე და მოქმედებაზე და რა იმაზე, თუ ვინ გამოჩნდება ტელევიზიაში ყველაზე ხშირად და ლამაზად. ბევრ ადამიანს სურს, ინტერვიუში მონაწილეობა ან თქვენს სტუდიაში მოსვლა, მაგრამ ამას არ მოჰყვება არანაირი რეალური მოქმედება. თუ ჩვენ გვინდა, პოლიტიკური ცვლილებები, უნდა მოხდეს როგორც მედია, ასევე რეალური აქტიურობა. სიტყვები იაფია, მოქმედება ძვირი. ახლა იმ ადამიანების მოქმედების დროა, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი მომავალი. ასევე, ვისაც უნდა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება”, – განაცხადა ლიზა იასკო.

იტვირთბა....