ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის პატრიარქმა უკრაინელებს და რუსებს შერიგებისკენ მოუწოდა

რუსეთის პატრიარქი კირილი, უკრაინელ და რუს ერებს “შერიგებისკენ მოუწოდებს” და თავის ქადაგებაში ამბობს, რომ რუსეთი საბედისწერო გამოწვევების წინაშე დგას:

კირილი რუსეთის ისტორიულ ნაწილად მოიხსენიებს ბელარუსს და უკრაინას.

“უფალმა შეიწყალოს მთელი ისტორიული რუსეთი. ჩვენი რუსული სახელმწიფო დღეს მართლაც მრავალი სახიფათო, მაგრამ ამავე დროს საბედისწერო გამოწვევის წინაშე დგას. კიდევ უფრო გააძლიეროს ძმური კავშირები წმინდა რუსეთის შემადგენელ ხალხებს შორის. დღეს ეს ამოცანა ჩვენი ეკლესიის მისიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენი ეკლესია არის სრულიად რუსეთის ეკლესია. როგორც რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ქვეყნები და ხალხები, რომლებიც ამ ისტორიულ რუსეთს ქმნიან, ჩვენი სამწყსო მსახურების ადგილია. ეს ნიშნავს, რომ წარმოშობილ პრობლემებს თან უნდა ახლდეს ჩვენი მხურვალე ლოცვა, რომ უფალმა, უპირველეს ყოვლისა, შეარიგოს ხალხი…

ამიტომ, ჩემი სიტყვა დღეს – რუსებს, უკრაინელებს და ბელარუსებს – და ყველას, ვინც შედის წმინდა რუსეთის ისტორიულ რეალობაში, არის ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ კაცობრიობის მტერი (ეშმაკი) – რედ.), მტრობის თესლის დათესვით, ვერ მიაღწიოს იმას, რომ ძმა აჯანყდეს ძმის წინააღმდეგ, რომ შეჩერდეს და აღმოიფხვრას საშინაო ომის ყველა მცდელობა, რომ მშვიდობა, კეთილდღეობა და ძმური სიყვარული იყოს ისტორიული რუსეთის ყველა ხალხში“, – აღნიშნა კირილემ.

იტვირთბა....

სხვა ამბები

“როგორც ვიცი, ამ დროისთვის, ჩემი შვილი რეანიმაციაში არ იმყოფება… გიულისაც უთხრეს, რომ უკვე ამზადებდნენ” – ნიკოლოზ სააკაშვილი

პარტია “ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას წყვეტს

ექიმებს სახეზე ეტყობათ, რომ ღელავენ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიული ალასანია

დეკანოიძე ხაბეიშვილზე: კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება

რა მიწერა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს – ენმ-ს ახალი თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის გზავნილს აქვეყნებს

რეანიმაციაში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, რაღაც პროცედურებია გასავლელი – გიული ალასანია