aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილის პალატაში რეანიმაცია გადაიტანეს – რა საგანგებო ვითარებაა კლინიკაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „ვივა მედის“ დატოვების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საააკშვილის პალატაში, ფაქტობრივად, რეანიმაციაა გადატანილი.

„მითხრეს, რომ არა, ვერ შეგიშვებთ. მეტი განმარტება არ გაუკეთებიათ. მე ჩემი გარკვეული მოსაზრებები გამაჩნია. თქვენ გახსოვთ გაკეთებული განცხადებები, კია ავად, მაგრამ არ არის მძიმე ავადმყოფი და მძიმე რომ იყოს მაშინ მას განვატავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ეს კოვიდი გამოჩნდა.
სინამდვილეში სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება. ახლა ამ კოვიდის საფუძველზე თვითონ პალატაში მოუწყვეს უკვე ინტენსიური და თერაპიული მოწყობილობები. ეხლა იტყვიან, მაინც არ არის მძიმე, თავის პალატაში წევს, სინამდვილეში კი არის რეალურად არის რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იტვირთბა....