aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ასეთი დინამიკა ადასტურებს ჩვენ შიშს საქართველოს EU-სთან და NATO-სთან დაშორებაზე – კასიანოვი “ალტ ინფოზე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ პრორუსულ განწყობებზე საუბრობს.

კერძოდ, მან „ალტ ინფოსთან“ დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„17 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლებიდან 7 დღის შემდეგ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან პრორუსული ძალის, “ალტინფოს” მიერ ანტი-უკრაინული პროვოკაციული და დემონსტრაცია მოეწყო. საელჩოსთან მოდიოდნენ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ შეურაწმყოფელ პლაკატებს კიდებდნენ. “ალტინფომ” პოლიტიკური პარტია, “საქართველოს კონსერვატიული პარტია” ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამ პარტიას უკვე აქვს 28 წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი ელექტრონული მასმედია და ტელევიზიაც კი.

ასეთი დინამიკა მხოლოდ ადასტურებს ჩვენ შიშს – საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაშორებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის გაზრდილი რისკების შესახებ”, – აღნიშნა კასიანოვმა.

იტვირთბა....