aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის ომში სულ მცირე 15 ჟურნალისტი დაიღუპა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 15 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

“2022 წელს მინიმუმ 67 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ.

CPJ-მ დაადასტურა, რომ მინიმუმ 41 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს მათ საქმიანობის გამო, უწყება ასევე იძიებს 26 ჟურნალისტის მკვლელობის მოტივს, რათა დაადგინოს, უკავშირდებოდა თუ არა ისინი ჟურნალისტურ სამქიანობას.

2022 წელს უკრაინაში სულ მცირე 15 ჟურნალისტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთი შეიჭრა. კომიტეტმა დაადასტურა, რომ მათგან 13 დაიღუპა ახალი ამბების მოძიებისა და გაშუქების დროს“, – ნათქვამია ანგარიშში” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....