aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის ბავშვს და მის 30 წლამდე დედას ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ქვეითად გადაადგილდებოდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო 6 წლის ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

წყარო: “ინფო რუსთავი”

იტვირთბა....