aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ენმ-ს გენმდივანი გიორგი კირთაძე იქნება – ნიკა მელია

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.

“დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის ენმ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე; კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას.

გიორგი კირთაძემ ნაციონალური მოძრაობის ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა; უძლურია ფული და დაშინება…

გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი ნაციონალური მოძრაობისთვის. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან პარტიას მოამზადებს ნაციონალური მოძრაობის და საქართველოს გამარჯვებისთვის” – თქვა მელიამ.

წყარო: “ტაბულა”

იტვირთბა....