ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ტენდენციებია“ -გონჩარენკო

საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ტენდენციებია – წერს ტელეგრამ არხზე უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო.

გონჩარენკო განმარტავს, თუ რა მოსთხოვა უკრაინამ საქართველოს, პასუხად კი დუმილი მიიღო:

1. უკრაინამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღის 30-ე მოთხოვნა გაუგზავნა. ჩვენ ვთავაზობთ იარაღის ყიდვას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება დუმს. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოს იარაღით ვამარაგებდით. და შემდეგაც.

2. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს მთავრობას პოზიციის დასაზუსტებლად, რუსეთის ფედერაციასთან საჰაერო მიმოსვლის გახსნასთან დაკავშირებით. პასუხი არის დუმილი.

3. უკრაინის ომბუდსმენს სააკაშვილთან ვიზიტთან დაკავშირებით ერთ თვეზე მეტია ქართული მხარისგან არანაირი პასუხი არ მიუღია. (ეს არ არის მისდამი სიყვარული ან ზიზღი. მაგრამ ის ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის).

4. 2022 წლის 13 დეკემბრიდან ერთ თვეზე მეტია ვერ განვიხილავთ საქართველოსთან ქართული მხარის პრინციპულ თანხმობას უკრაინის წინადადებაზე „მშვიდობის ფორმულაში“ მონაწილეობის შესახებ. ჩვენს სხვა ინიციატივებზეც არ არის გამოხმაურება.

საკმაოდ უსიამოვნო ამბის მოყოლა შეიძლება PACE-ზე. ახლა არ მინდა, მოგვიანებით შეიძლება. მაგრამ ის ძალიან უსიამოვნოა.

მე მიყვარს ქართველი ხალხი. მე ვიცნობ ბევრ ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძვიან ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის. მე ვიცი, რომ ქართველები არ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მეგობრებს ღალატობენ, როცა მათ უჭირთ. მაგრამ ახლა საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ მოსკოვის აგენტად, არამედ როგორც სატელიტი, იქცევა.

ჩვენ მეგობრებთან ერთად მივდივართ რუსეთის განადგურების გზაზე. გვინდოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენთან ყოფილიყო. იმიტომ რომ ქართველი ხალხი ჩვენთანაა”, – წერს გონჩარენკო.

იტვირთბა....

სხვა ამბები

დღეიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი იქნება

Mariam Kharebava

“როგორც ვიცი, ამ დროისთვის, ჩემი შვილი რეანიმაციაში არ იმყოფება… გიულისაც უთხრეს, რომ უკვე ამზადებდნენ” – ნიკოლოზ სააკაშვილი

პარტია “ლელო” “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას წყვეტს

ექიმებს სახეზე ეტყობათ, რომ ღელავენ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიული ალასანია

დეკანოიძე ხაბეიშვილზე: კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება

რა მიწერა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილს – ენმ-ს ახალი თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის გზავნილს აქვეყნებს