aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაძაბულობა მმართველ გუნდში: გოგი თოფაძეს თანაგუნდელიც დაუპირისპირდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მმართველ კოალიციაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა  და დაპირისპირება მწვავდება. ფრაქცია მრეწველების წევრი გიორგი კახიანი თავისი ლიდერის თოფაძის განცხადებებს ღიად გაემიჯნა. კახიანი ამბობს, რომ გოგი თოფაძის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ კომენტარებს არ ეთანხმება და მას განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

„მე პირადად ზოგიერთ საკითხზე, რაზეც ამ ბოლო დროს ბატონმა გოგიმ ისაუბრა და თავის მოსაზრებები დააფიქსირა განსხვავებული შეხედულებები მაქვს,“ – განაცხადა კახიანმა.

თოფაძის თანამოაზრე ზურაბ ტყემალაძე კახიანს ფრაქციაში ყოფნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ურჩევს.

თამაზ მეჭიაური დაპირისპირებულ ფრაქციებს პარლამენტის დატოვებისკენ და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკდებლად მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

შგახსენებთ, მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თოფაძემ რესპუბლიკელ და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის წინააღმდეგ კრიტიკული შენიშვნები გააკეთა, რომელიც საგარეჯოში გამართულ არჩევნებს უკავშირდება.

იტვირთბა....