aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იტალია ჩემი მეორე სამშობლოა… თუ რამე წარმატება გამაჩნია, ამ ქვეყანას და ხალხს უკავშირდება – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

თბილისის მერის ინფორმაციით, საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

იტვირთბა....