aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იგივე დინამიკით თუ გაგრძელდა წონის კლება, 51-50 კგ/მდე ჩამოვა 2-3 თვეში – ექიმი გია ხურციძე მიხეილ სააკაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

პაციენტის წონა პროგრესულად ვარდება, რაც შეიძლება ლეტალურ შედეგამდე მივიდეს 2-3 თვეში – განაცხადა ომბუდსმენის კონსილიუმის წარმომადგენელმა, ექიმმა გია ხურციძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

“სხეულის მასის ინდექსი, ნორმაში არის 19-დან 27-მდე და მისი ამჟამად არის 20. ძაან სწრაფად იკლებს წონაში, 25 კგ დაიკლო დაახლოებით სექტემბრიდან, იგივე დინამიკით რომ გაგრძელდეს, 51-50 კგ/მდე ჩამოვა 2-3 თვის განმავლობაში. ეს უკვე იქნება ის კრიტიკული ზღვარი, როცა იწყება ორგანოების დაზიანება და შეუქცევადი ცვლილებები ორგანიზმში.

რაც გაკეთდა საქართველოში, თუ რამე ხელმისაწვდომია ყველაფერია გაკეთებული კლინიკურიც, ლაბორატორიულიც და მკურნალობაც. ჩვენ რაც გვაშინებს ისაა, რომ წონის კლება მიდიოდა დუნედ და ახლა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა, რაც შემაშფოთებელია. ამას ემატება ნერვების დაზიანება, სიცხემ ანუ რაღაც ისეთ სინდრომთან გვაქვს საქმე, რომლის დიაგნოზიც აქ ვერ დავსვით.

ჩვენი ცოდნით და ექსპერტიზით, საქართველოში ყველაფერი გაკეთდა , ამაზე მეტი ვერ წარმოგვიდგენია რა უნდა გაკეთდეს და ამასობაში, პაციენტს 2-3 თვე აქვს დარჩენილი შეუქცევად ცვლილებებამდე, სანამ მისი წონა დაეცემა იქამდე, რომ დაიწყებს საკუთარი ორგანოების მონელებას, მერე უკვე აღარაფერი მოატრიალებს მას” ამბობს ექიმი გია ხურციძე.

იტვირთბა....