aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ორჯერ წაიქცა რაღაც უმოკლესი პერიოდის განმავლობაში.. ვერ იკვებება, მე ხომ მოწმე ვარ ამის” – გიული ალასანიას პასუხი “ვივა მედს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

” ის კი არა, რომ უარს ამბობს…. ვერ იკვებება, ვერ იღებს საკვებს უჭირს, მე ხომ მოწმე ვარ ამის” – ასე პასუხობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია “ვივა მედის” ბრალდებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს იღებს.

“არაფერზე არ გვისაუბრია, იმიტომ, რომ არის საგრძნობლად ცუდად. ორჯერ წაიქცა რაღაც უმოკლესი პერიოდის განმავლობაში, ეს მომხდარა გუშინ და სამი დღის წინ, ანუ სისუსტე არის იმ კონდიციაში, რომ ადამიანი დამხმარე მექანიზმის საშუალებით გადაადგილების დროსაც კი უძლურია, რომ შეძლოს რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ძალიან მძიმე ვითარება. ტემპერატურა ტრადიციულად ისევ აქვს და სისუსტე არის ისეთი მკვეთრად გამოხატული, რომ კომუნიკაცია არის წარმოუდგენელი შეუძლებელი” – ამბობს ეკა ხერხეულიძე

იტვირთბა....