aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ ასე გაგრძელდა, იძულებული ვართ, ეს გამოვიყენოთ – რა ინფორმაციას ავრცელებს “ვივა მედი” სააკაშვილზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს შერჩევით კვებას შერჩევით დღეებში, მაშინ კლინიკა იძულებული გახდება ის ზონდით კვებაზე გადაიყვანოს.

“ზონდით კვება, ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენების აუცილებლობა ლაბორატორიული მონაცემებიდან გამომდინარე არ არის, თუმცა თუ ასე გაგრძელდა შერჩევითი კვება, შერჩევით დღეებში, შერჩევით პერიოდში, მაშინ იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ ზონდით კვება” – ამბობს ჩხაიძე.

შეგახსენებთ, რომ “ვივა მედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც სასურველ დროს, სასურველ დღეებში. “ვივა მედში” ასევე ამტკიცებენ რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და რომ ის, არ წაქცეულა.

 

იტვირთბა....