aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ეს ყოველივე სიცრუეა, ადამიანებს ყოველ დღე ხოცავენ – რას იუწყება “მეტრონომის” წყარო ირანიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობა, რომ ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავს, სინამდვილეში სიმართლეს არ შეესაბამება” – ამის შესახებ “მეტრონომის” წყარო ირანიდან იტყობინება.

“სიცრუეა, ყოველდღე ხოცავენ ადამიანებს, უნდათ, სამყაროსთვის მოეჩვენებინათ, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება” , – გვეუბნება წყარო.

შეგახსენებთ, ირანის ხელისუფლებამ 2,5-თვიანი პროტესტის ჩახშობა ვერ შეძლო, ირანის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს გადახედავენ.

როგორც მოჰამედ ჯაფარ მონტაზერიმ აღნიშნა, პარლამენტიც და სასამართლოც მუშაობენ იმაზე, საჭიროებს თუ არა კანონი რაიმე ცვლილებას, თუმცა მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. პროკურორის ცნობით, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის კულტურის კომისიას ოთხშაბათს შეხვდა და განხილვების შედეგები საზოგადოებას, სავარაუდოდ, ორ კვირაში ეცოდინება.

ჰიჯაბის კანონების მიხედვით, რომელიც 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მიიღეს, ყველა ქალი ვალდებულია, საჯარო სივრცეებში ეხუროს თავსაბურავი და ეცვას მოშვებული ტანისამოსი, რომელიც მის სხეულს დაფარავს.

ირანის მორალის პოლიციას კი მათ შორის ევალება დარწმუნდეს, რომ ირანელი ქალები ამ კანონს ემორჩილებიან. კანონმდებლობის მიხედვით, ჰიჯაბის წესების დარღვევა ჯარიმას, დაკავებას ან გაროზგვას ითვალისწინებს.

ირანში მასშტაბური საპროტესტო ტალღა 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა – ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის საბაბით დააკავა და სცემა, რის შედეგადაც ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....