aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირის ფანჯარა გახსნილია, ხელისუფლებას ვურჩევდი, ნუ დააზიანებენ ქვეყნის ინტერესებს – ლომჯარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას ურჩევს არ დააზიანოს ქვეყნის ინტერესები მაშინ, როდესაც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობების ფანჯარაა გახსნილი.

მისივე თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ყურადღებას მიაქცევენ.

“მე ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ დღეს, როდესაც ჩვენთვის შესაძლებლობების ფანჯარა ევროკავშირის მიერ გახსნილია, ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს. მე აქტიური კომუნიკაცია მაქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან. შემიძლია დაგიდასტუროთ, ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ყურადღებას მიაქცევენ. მათი აზრით, ეს არ არის საკითხი, რომელიც რთულ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მისი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკურ ნებას საჭიროებს“ .- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 8 დეკემბერს ნინო ლომჯარიას ბოლო სამუშაო დღე ექნება.

იტვირთბა....