aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე, ლეო ჯარმელიშვილი გაიტაცეს და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს” – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა Facebook-ზე წერს.

“ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ ოკუპანტებმა 23 ნოემბერს ჩვენი მოქალაქე, ლეო ჯარმელიშვილი გაიტაცეს.

როგორც გავარკვიეთ, ოკუპანტებმა მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

ოკუპანტების აქტივობა სამწუხაროდ არ მცირდება.

გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაციის პროცესი გააქტიურებულია და მიმდინარეობს ჩვენი მიწების ახალი ოკუპაციისათვის მზადება, რომელიც გულისხმობს ჩვემი კონტროლირებადი ტერიტორიის, 208 კვადრატული კილომეტრის (208 000 000 კვ.მ) წართმევას”, – წერს ქაცარავა.

იტვირთბა....