aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მე, ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია – ხატია დეკანოიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი ყოფილა.

“ვიდრე მხოლოდ ქალები ვსაუბრობთ ამ თემაზე, ეს დარჩება იმ სტატისტიკურ და ერთი დღით შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც გავიგებთ გამხეცებული კაცების მიერ ჩადენილ მორიგ დანაშაულს. ამიტომ ამაზე უნდა ისაუბროს ყველამ. ეს უნდა იყოს ყველას პრობლემა და ეს უნდა იყოს კაცების პრობლემა. მინდა მივმართო კაცებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, რომ ქალების კვლა არის უმძიმეს დანაშაული, რომელზეც სწორედ კაცებმა უნდა ამოიღონ ხმა. მოვუწოდებ, განსაკუთრებით პოლიტიკოს კაცებს, ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იტვირთბა....