ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი უკრაინას 18 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს

ევროკავშირი 2023 წლისთვის უკრაინას 18 მილიარდი ევროს სესხს გამოუყოფს.

ეს არის გრძელვადიანი (35-წლიანი) შეღავათიანი სესხი რეფორმების გატარების პირობითობით. თანხა მოხმარდება ძირითადი საჯარო სერვისების მხარდაჭერას, როგორიცაა საავადმყოფოების, სკოლების მართვა და იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლის უზრუნველყოფა, ასევე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რუსეთის მიერ განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა. სესხის პირობა მოითხოვს რეფორმებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. პირობები მოიცავს ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, სასამართლო რეფორმას, კანონის უზენაესობის პატივისცემას, კარგ მმართველობასა და ინსტიტუტებს მოდერნიზებას, რასაც ევროკომისია ყოველი ტრანშის წინ შეაფასებს.

ევროკომისიის წინადადება უკრაინისთვის სესხის გამოყოფის შესახებ ევროპარლამენტმა დაამტკიცა 507 ხმით, 38-ის წინააღმდეგ. 6 დეკემბერს გადაწყვეტილება ერთხმად უნდა დამტკიცდეს საბჭოში.

„უკრაინა იბრძვის ევროპული ღირებულებებისთვის. ევროპარლამენტმა და ევროკავშირმა გამოავლინეს შესანიშნავი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ფინანსურ ფრონტზე. რაც მთავარია, ჩვენ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭეთ. გუშინ ჩვენ დავიწყეთ ევროპული კამპანია „იმედის გენერატორები“, რათა გავუადვილოთ უკრაინას ზამთრის გადატანა“, — განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.

უკრაინისთვის გამოყოფილ თანხას ევროკავშირი კაპიტალის ბაზრებიდან ისესხებს. უნგრეთმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ სესხებში, თუმცა მზადაა, ევროკავშირის მხარდაჭერის პაკეტში თავისი წილი — 187 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება უკრაინას ორმხრივ ფორმატში გამოუყოს.

ომის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა 19,7 მილიარდი ევრო გამოსცეს უკრაინის მხარდასაჭერად, რომლის დიდი ნაწილი ივლისსა და სექტემბერში დამტკიცებულმა მაკროფინანსურმა დახმარებამ შეადგინა.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

„ჩვენ არ დავბომბავთ კიევს, რადგან იქ ჩვენი სალოცავებია“ – მარგარიტა სიმონიანი

უკრაინელი ერი მადლობელია ქართველი მებრძოლების – უკრაინის რადას დეპუტატი

სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა და სახალხო დამცველი ამ პროცესში განიხილავს ინტერვენციას – ნინო ლომჯარია

პროპაგანდა, გადაბირება და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება… – თურქეთში 18 ტერორისტი დააკავეს

Emily Peikrishvili

“თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! მადლობას ვუხდი ყველა მეომარს” – ერმაკის სამძიმარი საქართველოს

უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები ცხედრების მოლოდინში – მებრძოლების ახლობლების ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

Emily Peikrishvili