ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახლში გვიან დაბრუნების გამო, მამამ გაუპატიურებულ შვილზე ფიზიკურად იძალადა – ხელვაჩაურში მომხდარი საზარელი ამბის დეტალები

საქართველოს პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებზე  ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან).

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

რაც შეეხება დაზარალებულის მამას, იგი სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....

სხვა ამბები

რუსეთში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი აფეთქდა

„ჩვენ არ დავბომბავთ კიევს, რადგან იქ ჩვენი სალოცავებია“ – მარგარიტა სიმონიანი

უკრაინელი ერი მადლობელია ქართველი მებრძოლების – უკრაინის რადას დეპუტატი

სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილია შუამდგომლობა და სახალხო დამცველი ამ პროცესში განიხილავს ინტერვენციას – ნინო ლომჯარია

პროპაგანდა, გადაბირება და სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება… – თურქეთში 18 ტერორისტი დააკავეს

Emily Peikrishvili

“თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს! მადლობას ვუხდი ყველა მეომარს” – ერმაკის სამძიმარი საქართველოს