aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თუ უკრაინას დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ადამიანების სიკვდილი არ სურს, შეწყვიტოს მოქმედებები – ლუკაშენკო

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.

ლუკაშენკო ამბობს, რომ ზელენსკი ასე უნდა მოიქცეს, თუ სურს თავიდან აიცილოს უზარმაზარი მსხვერპლი და უკრაინის სრული განადგურება.

“ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ არ სურთ დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ადამიანების სიკვდილი, შეჩერდნენ და შეწყვიტონ მოქმედებები. მესმის ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია. თუ არ შეწყვეტენ, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება. ეს არ იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, არამედ ეს სრული განადგურება იქნება. უკრაინა უნდა შეჩერდეს”, –  განაცხადა ლუკაშენკომ.

იტვირთბა....