ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელიას ვურჩევდი, ვინმეს მხილებაზე თუა გადასული, უფრო გაბედულად დაასახელოს გვარები – რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ნიკა მელიას ურჩევდა, ვინმეს მხილებაზე თუა გადასული, უფრო გაბედული იყოს და პირდაპირ დაასახელოს ოდიოზური გვარები.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, მძიმე საყურებელია, მაგრამ სამართლიანია, რადგან ეს პარტია მუდმივად უსამართლო და ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებით გამოდიოდა.

„ნიკა მელიას ვურჩევდი, ვინმეს მხილებაზე თუა გადასული, უფრო გაბედული იყოს და პირდაპირ დაასახელოს ოდიოზური გვარები. ვხედავთ, რომ აქ კოლექტიური ერთი სახეა და ეს არის „ნაცმოძრაობის“ ის სახე, რომელიც საზოგადოებას ახსოვს რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის სახელით“, – თქვა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებში ყველა ადამიანი საჯაროდ უნდა იყოს ჩართული და საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ისინი.

იტვირთბა....