მიუნხენის კონფერენციის თავჯდომარის, კრისტოფენ ჰოისგენის განცხადებით, რუსეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვიტერზე წერს.
ჰოისგენის თქმით, მათ რუსეთის მომავალზე საუბარი რუსული ოპოზიციის ლიდერებთან და რუსეთის ხელისუფლებისგან, პოლიტიკურად დევნილი პირებისგან სურთ.
“რუსი ოფიციალური პირები მოწვეულები არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ პლატფორმას საკუთარი პროპაგანდისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსული ოპოზიციის ლიდერებთან და გადასახლებულებთან ერთად – მათი ხმა უნდა ისმოდეს და ძლიერდებოდეს,” – წერს გერმანელი დიპლომატი სოციალურ ქსელში.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 2023 წლის 17 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. კონფერენციის ფარგლებში განსახილველი მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი იქნება.