საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანების სასახლეში ღონისძიება „რეგიონების კვირეული“ გახსნა. მისი თქმით, აღნიშნულ კვირეულზე მოწვეული იყვნენ ოფიციალური პირები რეგიონებიდან, თუმცა არც ერთი მათგანი არ ჩამოვიდა.
“არ არის ნორმალური, რომ ასეთი შეთავაზება რომ არსებობს პრეზიდენტისგან, რომელიც, მინდა ხაზი გავუსვა, არანაირად არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონიდან ოფიციალური პირებიდან ან არავინ წამოვიდა ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები. ეს გაგრძელდება სხვადასხვა რეგიონებს ასევე მოვიპატიჟებთ, იმედი მაქვს, მათი ოფიციალური პირები ცოტა უფრო რეაქტიული იქნებიან და არ შეეშინდებათ აქ ჩამოსვლა. ეს არაა ჩემთან დაკავშირებული, თუ მე ვიღაცებისთვის უხერხული ვარ, ეს სასახლე არ უნდა იყოს უხერხული”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.