ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერის გამოსვლა იყო უბადრუკი თავის მართლება, ძველი სიმღერა რომ გაიჭედება ფირფიტაზე – გოცირიძე

[su_quote]პრემიერის გამოსვლა იყო უბადრუკი თავის მართლება იმით, რომ თურმე რეკომენდაციების შესრულებას ცდილობენ, არადა არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, მხოლოდ სათაურები იქნება რეკომენდაციებისგან გადმოტანილი და შინაარსი იქნება აბსოლუტურად აცდენილი. უკვე ვნახეთ ორი კანონპროექტი მიიღეს და ოლიგარქის რეესტრს ადგენს ბატონი ღარიბაშვილი და ის ჩაწერს რეესტრში ივანიშვილს? ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელიც ისევ ღარიბაშვილია და როცა უნდა, მაშინ დანიშნავს და გააგდებს ბიუროს უფროსს. ვისაც ვერ აგდებდნენ, კანონით დაშალეს და აგერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ ეს იყო უკანონო გადაწყვეტილება.

ეს არის ძველი სიმღერა. აი, ჩემს ბავშვობაში პატეფონი არ იყო, მაგრამ ფირფიტები იყო. „არ დაიდარდო, არ დაიდარდოო“, რომ გაიჭედება და ასჯერ იმეორებს, აი, ასე ასჯერ გამეორებული მოვისმინეთ ერთი და იგივე – „პირსისხლიანი რეჟიმი, პირსისხლიანი რეჟიმი“. 20 წლის წინანდელ ამბავს რომ იხსენებ, 20 დღის წინ რა ჩაიდინე, ის მაინც უნდა გახსოვდეს[/su_quote]

ასე შეაფასა ენმ-ს დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლა.

იტვირთბა....