ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

როდესაც ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს ქვეყანა თქვენი დამსახურების გამო, რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას? – მანჯგალაძე ღარიბაშვილს

[su_quote]როდესაც ამ ისტორიულ შანსს დაკარგავს ქვეყანა თქვენი დამსახურების გამო, რა ფორმით აპირებთ პასუხისმგებლობას? თქვენ ხომ იმის ამბიცია გაქვთ, რომ კერპთაყვანისმცემლები არ ხართ და ხართ საქართველოს პატრიოტები, საქართველოს მოქალაქეებს უთხარით, რა ფორმით აპირებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს?

„მე ჩემი საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალო“ და რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ? 7-ჯერ თუ 8-ჯერ იყავით აზიაში, ერთხელ უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა მოხდებოდა? ფარისევლობაზე რომ ლაპარაკობდით, უკრაინელ ბავშვებს რომ ხვდებით, უკრაინაში მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი რომ ჩასულიყავით, რა მოხდებოდა?[/su_quote]

მიმართა პრემიერ ღარიბაშვილს კითხვით “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პირველ პირს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

იტვირთბა....