ირანში საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ცდილობენ დაშინებითა და ძალადობით ჩაახშონ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო მუხტი, რასაც სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაც მოჰყვა.
BBC-ის ცნობით, ირანის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებმა 9 წლის კიან პირფალაკსა და 14 წლის სეფერ მაგსუდს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამას გარდა, მოკლულია კიდევ კიდევ 13 ადამიანი.
სახელმწიფო მედია ამბობს, რომ 7 ადამიანი დაიღუპა შეარაღებული პირის მიერ მოტოციკლეტებზე “ტერორისტული თავდასხმის” დროს იზეჰში, მაგრამ წყაროებმა BBC Persian-ს უთხრეს, რომ უსაფრთხოების თანამშრომლებმა პირდაპირ ესროლეს ორ მოზარდს.
შეგახსენებთ, რომ ირანში 16 წლის გოგო ცემით მოკლეს მას შემდეგ, რაც უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე. გარდა ამისა, მოკლულია 17 წლის ბიჭი, რომელიც ირანის უსაფრთხოების სამსახურმა ახლო მანძილიდან საფანტის იარაღის სროლით მოკლა.
სწორედ ეს ფაქტი გახდა საპროტესტო ტალღის აგორების ყველაზე დიდი მიზეზი.