aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეროვნული კონსენსუსი უნდა შედგეს – ევროკომისარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოში უნდა შედგეს ეროვნული კონსესუსი.

უნდა შედგეს ეროვნული კონსენსუსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. ასე მუშაობს სისტემა, სხვანაირად არ მუშაობა სეს სისტემა. გვინახავს სხვა ქვეყნების შემთხვევაში 2004-ში, 2007-ში, გაფართოების გზაზე, ხორვატიაც იგივე რეჟიმში იყო. დგება ქვეყნის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც კონსენსუსი უნდა შედგეს, სხვაგვარად მართვადი არ იქნება პროცესი. ამიტომ არ მინდა აქცენტი გავაკეთო მთავრობაზე, ოპოზიციაზე, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება არის ის, რომ ფუნდამენტური შეთანხმება უნდა არსებობდეს მიზანზე და ამოცანაზე, რომელიც მიგვიყვანს ევროპისკენ.
– აღნიშნა ევროკომისარმა.

იტვირთბა....