საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი ისევ გადაიდო.
სხდომა დღეს, 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. პროცესის გადადების მიზეზად სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასახელდა, სხდომაზე კი ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცა ჩვენება, შესაბამისად, მის გარეშე პროცესი ვერ შედგა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.
აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.