თბილისში, წუხელ ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ირანული ენის თარჯიმანია.
სპეცრაზმის წარმომადგენლებმა დაკავების ოპერაცია გვიან ღამით დიდუბეში ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია იარაღი.
დაკავებული ამ წუთებში წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება.